1. პროექტის სახელწოდება: „წიგნი თუ კომპიუტერი?“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებს განუვითარდეთ გემოვნება, ჩამოუყალიბდეთ ხასიათი, წიგნი შეუფასებელი ფენომენია, მის გარეშე არსებობა არასრულფასოვანია;
3. პროექტის აქტუალობა: თანამედროვე ახალგაზრდობის უმეტესობა თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს, ე.წ. „ინტერნეტზე დამოკიდებულება“;
4. პროექტის მიზნები: ბავშვის წიგნთან დაახლოება (მხოლოდ კომპიუტერით მიღებული ცოდნა საფუძვლიანი არ არის);
5. მონაწილეთა ასაკი: 10-14 წელი;
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაციები, რომლებიც შეიქმნება კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით სხვადასხვა წიგნის პოპულარიზაციისათვის. კომპიუტერული წიგნების, ელექტრონული ბიბლიოთეკის გამოყენება. კომპიუტერის საშუალებით მოკლე დროში ინფორმაციის მოძიება სახლიდან გაუსვლელად. კომპიუტერისა და წიგნის მეტოქეობაც მათი ჰარმონიული შერწყმით დასრულდება;
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერული პროგრამები, ინტერნეტი;
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერისა და წიგნის სარგებლობისა და ზიანის შესახებ, იმსჯელებენ, გააკეთებენ დასკვნებს, დაახარისხებენ და შექმნიან პრეზენტაციას;
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ-ი, ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება;
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ კანდელაკი;
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: kandelakitamari@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: ictkandelaki73.blogspot.com
No comments:
Post a Comment